360° პროდუქციის ფოტოგრაფია
დღევანდელი ინტერნეტ მაღაზიების ძირითადი პრობლემაა ფიზიკური და ვიზუალური კონტაქტის სიმწირე. 360 გრადუსიანი ფოტოგრაფია აძლიერებს ვიზუალურ მხარეს, რაც თავისთავად ზრდის მომხმარებლის ნდობის დონეს და ამცირებს შესყიდვის შემდგომი უკმაყოფილების ალბათობას, რადგან მას შეუძლია სრულფასოვნად დაათვალიეროს პროდუქტი და შევიდეს მასთან ინტერაქციაში.


ელექტრონული კომერცია ახალი პერსპექტივით
ელექტრონულ კომერციაში გაყიდვების სტიმულირება ზედმეტი ხრიკების გამოყენების გარეშე უმთავრესი გამოწვევაა, რადგან პროდუქტი საკუთარ თავს უნდა ყიდდეს. ამის მისაღწევად ყველაზე ეფექტური გზა არის მომხმარებლისთვის ახალი გამოცდილების შექმნა და მისი მოლოდინის გადაჭარბება.


მოძრავი კადრი
მოძრავი კადრი გულისხმობს საგნობრივ ანიმაციას, რაც ობიექტს სიცოცხლეს სძენს კომპლექსური ფოტო-პროცესის გავლის შედეგად. აღნიშნული ტექნიკა პროდუქტის ფიზიკური შესაძლებლობების დემონსტრირების საშუალებას იძლევა, რაც ტრადიციული ფოტოებით პრაქტიკულად მიუღწეველია.

